ანრი ოხანაშვილი თამარ ჩიხლაძეს უპასუხისმგებლო ჟურნალისტსა და ამორალურ ადამიანს უწოდებს
ფოტო: კადრი ვიდეოდან / TV პირველი
ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი, ტელეკომპანია პირველის წამყვანს, თამარ ჩიხლაძეს უპასუხისმგებლოს უწოდებს და აცხადებს, რომ მას მორალი და ზნეობა არ აქვს. დეპუტატი ტელეკომპანია პირველზე ევროპელი საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას პატიმრობის განსახილველად იყო მისული, თუმცა ამის ნაცვლად ტელეკომპანიის ეთერში ადრე გასული გადაცემის კრიტიკა დაიწყო.
"მორალი და ზნეობა არის უპირველესი ღირებულება, რაც ადამიანს უნდა გააჩნდეს რა პროფესიაშიც არ უნდა იყოს და როდესაც ამ სტანდარტს და ღირებულებას გადაუხვევ იქ ჩივილს აზრი არ აქვს. რაზე მელაპარაკებით დიანა, მორალი და ზნეობა თუ არ გააჩნია ადამიანს რომელ ჩივილზეა საუბარი... თამარ ჩიხლაძეს მორალური უფლება არ აქვს მე სადმე მიმიწვიოს", — ასე უპასუხა მან დიანა ტრაპაიძეს, რომელმაც ურჩია, რომ შეთანხმებულ თემაზე ესაუბრა, თამარ ჩიხლაძისთვის კი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ეჩივლა ან მის გადაცემაშივე მისულიყო.
გარდა ამისა, დეპუტატი ასწავლიდა წამყვანს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ობიექტური ჟურნალისტი და ტრაპაიძესაც აკრიტიკებდა იმის გამო, რომ კოლეგის საქციელზე "მორალურ პასუხისმგებლობას" არ გრძნობდა. მისი თქმით, ელოდებოდა რომ TV პირველზე ბოდიშს მოუხდიდნენ და ამის ნაცვლად კამათი მიიღო.
"დისკომფორტს არ გიქმნით? არ გეუხერხულებათ რომ თავის მართლების რეჟიმში ხართ?" — ჰკითხა ოხანაშვილმა ტრაპაიძეს და დაამატა "მორალი და ზნეობა ყველას უნდა გაგვაჩნდეს".
ოხანაშვილის კრიტიკა მოყვა ჩიხლაძის ადრინდელ გადაცემას, რომელშიც სტუმრად მიწვეული იყო პირი, რომელსაც დეპუტატი ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებდა. ამავე გადაცემაში ოხანაშვილიც იყო მიწვეული, თუმცა არ მივიდა, რადგან ეს შეურაცხმყოფელად მიიჩნია. დღევანდელ ეთერში მან ტელეკომპანია პირველს შესთავაზა გეგმა, თუ როგორ უნდა გაეშუქებინათ მისი საქმე "ობიექტურად".
"ისეთი რამ იკადრა [თამარ ჩიხლაძემ], ჟურნალისტიკის ისტორიაში მგონი ასეთი რამ არ მომხდარა... ის პირი ან მე კი არ უნდა მიგეწვიეთ, მადლობა ხომ არ გინდათ გადაგიხადოთ შეურაცხმყოფელი დაპატიჟებისთვის, ამას ელოდებით ჩემგან? ობიექტურად უნდა მოქცეულიყავით, ჩასულიყავით, გეკითხათ გარეშე პირებისთვის, ჟურნალისტური მოკვლევა ჩაგეტარებინათ და ეს გაგეშუქებინათ", — განუცხადა მან ტრაპაიძეს.
ვახტანგ რობაქიძესა და ანრი ოხანაშვილს შორის ინციდენტი 14 იანვარს ბაკურიანში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რობაქიძემ ქართული ოცნების დეპუტატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა.
რობაქიძე ამავე დღეს დააკავეს პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის მას სამდღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ვახტანგ რობაქიძემ პოლიცია ძალადობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, პოლიციამ მუცლის არეში დაარტყა ხელი მაშინ, როცა მას ალკოჰოლურ თრობაზე ამოწმებდნენ.პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო. საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს.
19 იანვარს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით რობაქიძეს 7 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა, რასაც ადვოკატი შერჩევით სამართალს უწოდებს. მისი თქმით, მსგავს საქმეებზე სხვა შემთხვევებში გირაოს რაოდენობა 2 ათას ლარს არ აღემატება.
-
მარტა კოსი: თუ ქვეყანას უნდა გააგრძელოს ევროპული გზა, ისინი განსხვავებულად უნდა მოიქცნენ, რა თქმა უნდა ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დახმარებას მარტა კოსი: თუ ქვეყანას უნდა გააგრძელოს ევროპული გზა, ისინი განსხვავებულად უნდა მოიქცნენ, რა თქმა უნდა ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დახმარებას
გადახედვა
-
ბლეიზ მეტრეველი: "ბრიტანეთის მხარდაჭერა გრძელვადიანია. ზეწოლა, რომელსაც უკრაინის სახელით ვახორციელებთ, გაგრძელდება" ბლეიზ მეტრეველი: "ბრიტანეთის მხარდაჭერა გრძელვადიანია. ზეწოლა, რომელსაც უკრაინის სახელით ვახორციელებთ, გაგრძელდება"
გადახედვა
-
რუსი მეგავარსკვლავი, რომელიც ახლა თამადად მუშაობს რუსი მეგავარსკვლავი, რომელიც ახლა თამადად მუშაობს
გადახედვა
-
Gorillaz-მა იასინ ბეისა და ომარ სულეიმანთან ერთად ახალი სინგლი — Damascus გამოუშვა Gorillaz-მა იასინ ბეისა და ომარ სულეიმანთან ერთად ახალი სინგლი — Damascus გამოუშვა
გადახედვა
-
ოანა სილვია ტოიუ: ერთადერთი, ვინც ევროპული მომავლისთვის იბრძვის, საქართველოს მოქალაქეები არიან. ეს ქართული საზოგადოების სიმტკიცის ნიშანია ოანა სილვია ტოიუ: ერთადერთი, ვინც ევროპული მომავლისთვის იბრძვის, საქართველოს მოქალაქეები არიან. ეს ქართული საზოგადოების სიმტკიცის ნიშანია
გადახედვა
-
თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები — Reckless და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები — Reckless და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით
-
ზაზა შათირიშვილი: მინდა მივმართო აშშ-ს პრეზიდენტს, რომელ "დიპ სტეიტს" ებრძვის? ეს ხომ სასაცილოა ზაზა შათირიშვილი: მინდა მივმართო აშშ-ს პრეზიდენტს, რომელ "დიპ სტეიტს" ებრძვის? ეს ხომ სასაცილოა
გადახედვა
-
მანიფესტაცია რეალურია — დაარქვი მიზანს სახელი მანიფესტაცია რეალურია — დაარქვი მიზანს სახელი
-
ხარისხის ინფრასტრუქტურა: ვინ და როგორ იცავს არასასურსათო პროდუქტის მომხმარებელთა უფლებებს ხარისხის ინფრასტრუქტურა: ვინ და როგორ იცავს არასასურსათო პროდუქტის მომხმარებელთა უფლებებს
-
"აღიარონ შეცდომები და დავაკვირდებით მოვლენებს" — მიხეილ ყაველაშვილი სინდისის პატიმრების შეწყალებაზე "აღიარონ შეცდომები და დავაკვირდებით მოვლენებს" — მიხეილ ყაველაშვილი სინდისის პატიმრების შეწყალებაზე
გადახედვა
-
ენმ-ამ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებული კანონების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა ენმ-ამ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებული კანონების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
ბელარუსმა 100-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა ბელარუსმა 100-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა
გადახედვა
-
2025 წლის "ქარტიის პრიზის" გამარჯვებულები გამოვლინდნენ 2025 წლის "ქარტიის პრიზის" გამარჯვებულები გამოვლინდნენ
გადახედვა
-
ვის რა დავუწერეთ და ვინ როგორ შეგვაფასა — საბავშვო ევროვიზიის შედეგები დეტალურად ვის რა დავუწერეთ და ვინ როგორ შეგვაფასა — საბავშვო ევროვიზიის შედეგები დეტალურად
გადახედვა
-
ირანის ხელისუფლებამ ნობელის პრემიის ლაურეატი ნარგეს მოჰამადი დააკავა ირანის ხელისუფლებამ ნობელის პრემიის ლაურეატი ნარგეს მოჰამადი დააკავა
გადახედვა
-
EU ევროპაში რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვას დასთანხმდა EU ევროპაში რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვას დასთანხმდა
გადახედვა
-
MAC: მზია ამაღლობელის დაკავება საყოველთაოდ არის შეფასებული, როგორც ავტორიტარული რეჟიმის გამოვლინება და ჟურნალისტზე ზეწოლის მაგალითი MAC: მზია ამაღლობელის დაკავება საყოველთაოდ არის შეფასებული, როგორც ავტორიტარული რეჟიმის გამოვლინება და ჟურნალისტზე ზეწოლის მაგალითი
გადახედვა
-
SJC: [შეკრება- მანიფესტაციების შესახებ კანონში] შეტანილი ცვლილებები კიდევ უფრო ნათელს ხდის, რომ სახელმწიფოს მიზანი ყოველგვარი შეკრების გაუქმებაა SJC: [შეკრება- მანიფესტაციების შესახებ კანონში] შეტანილი ცვლილებები კიდევ უფრო ნათელს ხდის, რომ სახელმწიფოს მიზანი ყოველგვარი შეკრების გაუქმებაა
გადახედვა
-
ნინო ოკრიბელაშვილი: ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრს აქვს ერთი მთავარი პრობლემა: თუ ვინმე ერთხელ მოხვდა რეესტრში, ის იქ ადამიანად კი არა, კატეგორიად რჩება ნინო ოკრიბელაშვილი: ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრს აქვს ერთი მთავარი პრობლემა: თუ ვინმე ერთხელ მოხვდა რეესტრში, ის იქ ადამიანად კი არა, კატეგორიად რჩება
გადახედვა
-
უნგრელი მომიტინგეები, სახელმწიფო დაწესებულებებში ბავშვებზე ძალადობის შემთხვევების გამო, ორბანის გადადგომას ითხოვენ უნგრელი მომიტინგეები, სახელმწიფო დაწესებულებებში ბავშვებზე ძალადობის შემთხვევების გამო, ორბანის გადადგომას ითხოვენ
გადახედვა
-
ალექსანდრე რაქვიაშვილი: უნგრეთში "არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის ცენტრში" ბავშვებზე ძალადობდნენ, მათ შორის, სექსუალურად ალექსანდრე რაქვიაშვილი: უნგრეთში "არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის ცენტრში" ბავშვებზე ძალადობდნენ, მათ შორის, სექსუალურად
გადახედვა
კომენტარები